პროკურორი – საქმის მასალების მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულები იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ გადმოდიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე

აქმის მასალების მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულები გურწიევი და ტაბოევი იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ გადმოდიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, – ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ითხოვს, მათი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვისთვის დასაშვებად იქნას ცნობილი.

„წარმოდგენილია საქმის მასალები, დაზარალებულთა დაკითხვის ოქმები, მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა გამოკვლევის შედეგადაც მიგვაჩნია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს სწორედ ბრალდებულების მიერ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და მასთან ერთად მყოფი პირების თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე შემდგომი წამების მიზნით ე.წ. სამართალდამცველი ორგანოებისთვის არჩილ ტატუნაშვილის გადაცემა. დაკავებას და სამართალდამცველებისთვის ტატუნაშვილის გადაცემას მოჰყვა მისი წამება და შემდგომ გარდაცვალება. დღევანდელ პროცესზე გადაისინჯება ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები“, – განცხადა პროკურორმა.

მცხეთის სასამართლო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს.

დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა და პროკურატურა მათ 144-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით ედავება, რაც ადამიანის წამებით სიკვდილს გულისხმობს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – არაევროპული საარჩევნო გარემოა, არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა