ალექსანდრე მოწერელია: მალხაზ თორია აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მჯერა ასევე გააგრძელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მალხაზ თორიას დანიშვნას მისი წინამორბედი და ამჯერად საქართველოს პარლამენტის წევრი – აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია ეხმაურება. ის მალხაზ თორიას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელედ მოიხსენიებს და წარმატებებს უსურვებს.

,,მივესალმები მალხაზ თორიას დანიშვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, ის აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მჯერა, რომ ასევე გააგრძელებს, მინდა წარმატებები ვუსურვო მალხაზს ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“- აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე დღეს დაინიშნა, ის 2020 წლის აგვისტოდან სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიუკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი – PACE-ს თანამომხსენებლები გახელაძეზე
შემდეგი სტატიამურატ ჯიოევი: ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს