უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი – PACE-ს თანამომხსენებლები გახელაძეზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებლებმა ტიტუს კორლატენმა და კლოდ კერნმა ცხინვალის ე.წ სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით ღრმა შეშფთება გამოხატეს.

“ეს არის უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენი. მოვითხოვთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლ გათავისუფლებას. გვსურს ხაზი გავუსუვათ რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე, კონტრლის მქონე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, როგორც ეს დაადასტურა ევროპის ადამიანთა უფლებათა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს” – ამბობენ მომხსენებლები.

თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ლელო საქართველოსთვის” ოთხი წევრი – ირაკლი კუპრაძე, თაზო დათუნაშვილი, საბა ბუაძე და პაატა ცივაძე მივიდნენ
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: მალხაზ თორია აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მჯერა ასევე გააგრძელებს