ალექსანდრე მოწერელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

ალექსანდრე მოწერელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს, ჰოკან რაპის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
,,ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ჩვენს რეგიონში, რისთვისაც გიხდით მადლობას და გთავაზობთ ინტენსიურ თანამშრომლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა იქნება წარმატებული“ – მიმართა სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჰოკან რაპის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია და მოადგილე – ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ

banner
წინა სტატიაშითბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო