ალექსანდრე მოწერელია: 9 აპრილმა დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე დაანახა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია 9 აპრილთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 9 აპრილმა დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე დაანახა:

,,9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის უდიდესი ტრაგედია და ამავე დროს, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი აქტი. რამაც კიდევ ერთხელ დაანახა მთელს დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე და, რაც მთავარია, საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას მოუტანა სანატრელი დამოუკიდებლობა – ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იღწვოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად.

სწორედ ამ დღეს ჩვენს თავისუფლებას მსხვერპლად შეეწირნენ საბჭოთა იმპერიის მიერ განზრახ დახოცილი ქართველები. ამ დღის გახსენება დღესაც უდიდეს ტკივილს იწვევს თითოეულ ჩვენგანში“ – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი : ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღს, ამ დღეს ქვეყანა იხსენებს ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებს წინ აღუდგნენ
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას