ალექსანდრე კობაიძე – სამარცხვინოა სასამართლოს გადაწყვეტილება, მოქმედ სპორტსმენებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

კობაიძის თქმით, სამართლიან ბრძოლას აპირებენ.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის, რომ საზოგადოების ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული სასამართლო, პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის ჩვენი სასამართლო, პირადად ჩემთვის სამარცხვინოა, ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ. სამარცხვინოა ის გადაწყვეტილება, რომ მოქმედ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ იმის გამო, თურმე ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ვაიმე, როგორ უნდა იმოქმედოს და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ, თუნდაც პროკურატურამ. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებეთ, სამართლიან ბრძოლაში შევიდეთ და იმედი მაქვს, შედეგზე აუცილებლად გავალთ“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიმინდა ვურჩიო მდინარაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, „ფეიკ- ნიუსების“ შეთხზვას და გავრცელებას თავი დაანებონ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიასოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა