ალეპო ისევ დაიბომბა

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, ალეპოს დასავლეთი ნაწილი გუშინ ისევ დაიბომბა რუსული და სირიული არმიის ნაწილების მიერ – გერმანული AFP ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაბომბილია ქალაქის ის რაიონები, სადაც ამბოხებულები არიან გამაგრებული. ავადარტყმების შედეგად 45 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი და 5 ქალი, ამასთანავე, ბევრი გარდაცვლილი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი – “დოიჩე ველე” წერს.
ალეპო სირიის ყოფილი ეკონომიკური ცენტრი იყო. დღეს ალეპოში დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანია დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილმა რუსთავის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი თელავში რთველის მიმდინარეობას გაეცნო