შალვა ნათელაშვილმა რუსთავის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

შალვა ნათელაშვილი:

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს, რუსთავის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველს სამი რაიონის – რუსთავის, გარდაბნისა და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გიორგი გზირიშვილი, ნინო მეტრეველი და მაკა გუნაშვილი წარუდგინა.
შალვა ნათელაშვილმა შეკრებილებს “ლეიბორისტების” გეგმები გააცნო.
„დღეს გამოდიოდა რა ბიზნესმენთა შეკრებაზე, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა და მათ აზროვნების ნაკლოვანება დააბრალა. ჩვენ რუსთავიდან ვპირდებით ივანიშვილს, რომ 8 ოქტომბერს ვაჩვენებთ, ვინ არის ნაკლოვანი აზროვნების, 8 ოქტომბერს წაიკითხავს ის ჩვენი გმირი და ბრძენი ხალხის განაჩენს დაწერილს მის წინააღმდეგ,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ ლეიბორისტული პარტია 8 ოქტომბერს გაიმარჯვებს.

banner
წინა სტატიაშიYahoo-ს რუსმა ჰაკერებმა შეუტიეს
შემდეგი სტატიაალეპო ისევ დაიბომბა