ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივიან

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს. დიმიტრი მოსულიშვილის განაცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ალეკო ელისაშვილმა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

მოსულიშვილის განცხადებით, ელისაშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა და ის მერიის თანამშრომლების დისკრედიტაციას ემსახურება.

მერიამ ალეკო ელისაშვილს მოუწოდა წარმოადგინოს კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.

საკრებულოს დეპუტატისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს, დიმიტრი მოსულიშვილის ურთიერთბრალდებები დაპირისპირებაში გადაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ჰესის შესაძლო მშენებლობა-მთავრობაში განმარტებები გაკეთდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახეთის პრემიერ–მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა