ამ წუთებში პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა. “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა “ოცნების” დეპუტატ, მამუკა მდინარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი გაარტყა.
შემდეგ დაპირისპირება სხვა დეპუტატებს შორის გაგრძელდა.
კადრში ჩანს, რომ კონფლიქტში ალეკო ელისაშვილი მონაწილეობს, რა დროსაც ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძესთან და მას სახეში მუშტი დაარტყა. ამის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა და მამუკა მდინარაძემ დატოვეს კომიტეტი სხდომაზე.
ამ დრომდე გრძელდება სხდომის დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება და გრძელდება ჩხუბი.
მანამდე მამუკა მდინარაძესა და ანა ნაცვლიშვილს შორის დებატები მიმდინარეობდა რუსულ კანონზე.
პარლამენტის ლაივ სტრიმი გათიშულია.