აივნიდან გადმოფენილი ევროკავშირის დროშა, სავარაუდოდ, მანდატურის სამსახურმა ჩამოხსნა

ოპოზიციის მიერ პარლამენტის აივნიდან გადმოფენილი ევროკავშირის დროშა, სავარაუდოდ, მანდატურის სამსახურმა ჩამოხსნა – ამის შესახებ დეპუტატი, თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს:

“დროშა რომელიც ჩემი ხელით სკოჩით გავაკარი პარლამენტის აივნიდან, ჩამოხსნეს. მეხუთე სართულზე დეპუტატის, აპარატის რიგი თანამშრომლის და მანდატურის გარდა ვერავინ შემოდის. მანდატურმა მოთხოვა დროშა ამოეღო, ვინმეს რომ არ აეღო. უარი მიიღო. ეზოში ვიყავი ჩასული და დავინახე სკოჩს როგორ ახევდა ვიღაც დროშის აღების მიზნით. ეშინიათ ევროპის და ამიტომ!,” – წერს აქუბარდია.

banner
წინა სტატიაშიმზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერის მიერ დიპლომატებისთვის შეთავაზებულ დისკუსიაში – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სცემა