ალეკო ელისაშვილი: ბოკერიამ გინდ მოაწეროს ხელი, გინდ არა, შემდეგ რას იზამს, რომელ რეფორმას გაატარებს?

შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი უნდა მოაწეროს, მაგრამ გიგა ბოკერიას პარტია ვიღას დაკარგვია, ხელი რომ მოაწეროს, რა უნდა ქნან? ვინც მათი სიით გავიდა, თითქმის ყველა პარლამენტშია და დოკუმენტს ხელი მოაწერეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

„ბოკერიამ გინდ მოაწეროს ხელი, გინდ არა, შემდეგ რას იზამს, რომელ რეფორმას გაატარებს? პარლამენტის ტრიბუნასთან გამოვა? ბოკერია ხელს მოაწერს თუ არა, ამას აზრი არ აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევს, რადგან რამდენი ვიზიტიც ექნებათ, იმდენჯერ უხერხულში იქნებიან და თავჩაქინდრული, რადგან არანაირი არგუმენტი არ აქვთ. სინამდვილეში, ყველაზე დიდი სარგებელი ამ დოკუმენტიდან მათ აქვთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნება დღითი დღე შორდება ევროატლანტიკურ სივრცეს – დამენია
შემდეგი სტატიათურნავა: დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, მთავრობა გადადგეს, იყოს ქაოსი, ამას არ დავუშვებთ