ქართული ოცნება დღითი დღე შორდება ევროატლანტიკურ სივრცეს – დამენია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, დასავლეთიდან და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ გზავნილებს ეხამურება.
დამენიას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილები და ზეწოლა ქართული ოცნების ხელისუფლებაზე ყოველ დღე იმატებს და ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს კიდევ უფრო ცხადი გახადა.
დამენიას აღნიშნა, რომ ქართული ოცნება დღითი დღე შორდება ევროატლანტიკურ სივრცეს და მასზე დიდ გავლენას ახდეს პროპუტინისტური ძალები.
„საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილები კვლავ მკვეთრია, მათ ფაქტიურად განახორციელეს შეტევა ქართულ ხელისუფლებაზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, უმცირესობების დაცვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ლეტალურად დასრულებულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
ქართული ოცნება ფაქტიურად დღითი დღე შორდება ევროატლანტიკურ სივრცეს და მათზე უკვე, როგორც წლებია უკვე ჩანს, დიდ გავლენას ახდენს პროპუტინისტური ძალები და მთლიანად შეკრულები არის რუსეთის ხელისუფლებასთან, რომლის ორბიტიდანაც ქართული ოცნება ვერ გამოვიდა.“ – განაცხადა დამენიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე: თამაშობენ მთავრობობანასა და პოლიტიკოსობანას
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ბოკერიამ გინდ მოაწეროს ხელი, გინდ არა, შემდეგ რას იზამს, რომელ რეფორმას გაატარებს?