ალბომი გადაშალოს და ნახოს, კიტოვანთან ჩახუტებული ხალხი, შორს წასვლა არ მოუწევს – ვახო სანაიას პასუხი კობახიძეს

თუ კობახიძეს აინტერესებს FSB რას აკეთებდა საქართველოში, რას აკეთებს ახლა და თვითონ რა მემკვიდრეობის წარმომადგენელია, თავის სიახლოვეს ფოტოალბომი ექნება, გადაშალოს და ნახოს – აცხადებს ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია ირაკლი კობახიძის პასუხად, რომელმაც დღეს მედია და ჟურნალისტები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში და რუსული FSB-ს ნარატივის პროპაგანდაში დაადანაშაულა.

“FSB-ს ინტერესებს ვინც ატარებს საქართველოში, როგორც ჩანს საინტერესო ფენომენთან გვაქვს საქმე, როდესაც მემკვიდრეობით გადადის თურმე, რუსეთის სამსახური საქართველოში და თუ კობახიძეს აინტერესებს FSB რას აკეთებდა საქართველოში, რას აკეთებს ახლა და თვითონ რა მემკვიდრეობის წარმომადგენელია FSB-სთან დაკავშირებით, თავის სიახლოვეს ფოტოალბომი ექნება, გადაშალოს და ნახოს, კიტოვანთან ჩახუტებული ხალხი, რას აკეთებდა თბილისში 90-იან წლებში და შემდეგ როგორ ინაწილებდა ძალაუფლებას გამსახურდიას დამხობის შემდეგ, შორს წასვლა არ მოუწევს მას”, – ამბობს ვახო სანაია

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება… თავის გადარჩენას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით შეძლებს, რასაც საერთაშორისო ტრიბუნიდან მალე მოისმენს – გვარამია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ექსპერტიზაში, შესაძლოა, შეერთებული შტატები ჩაერთოს