ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება… თავის გადარჩენას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით შეძლებს, რასაც საერთაშორისო ტრიბუნიდან მალე მოისმენს – გვარამია

“ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება… საკუთარი თავის გადარჩენას ერთადერთი გზით – ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით შეძლებს, რასაც საერთაშორისო ტრიბუნიდან მალე მოისმენს”, – ამის შესახებ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს.

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება. ევროკავშირთან ვაჭრობა მის მდგომარეობას არათუ ვერ შეამსუბუქებს, არამედ დაამძიმებს და დააჩქარებს მის ირგვლივ რკალის შევიწროებას.

მას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანა “ქართულ ოცნებასთან” თუ მის გარეშე, მეტიც, მის წინააღმდეგაც კი, მაინც გამოვა შექმნილი ჩიხიდან (შიგნით აქციით, გარეთ სანქციით). აი საკუთარი თავის გადარჩენას კი ერთადერთი გზით – ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით შეძლებს. მალე მოისმენს კიდეც ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან “Peaceful transition of power”-ს. ამიტომ, ჯობია მომზადებული შეხვდეს ამ მომენტს და მიიღოს ვადამდელი არჩევნებისთვის საჭირო კონსტიტუციური და სხვა ცვლილებები.

ეს ქვეყნისთვის და მისი ევროპერსპექტივისთვის საუკეთესო და უმოკლესი გზაა, ხოლო ივანიშვილის გადარჩენისთვის – ერთადერთი და უალტერნატივო, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიევროპელმა კოლეგებმა მითხრეს, არახამია შეხვედრებზეც კი დადის და ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს მიღებული, უნდა დავასანქციროთ გარკვეული პირები, გარუსებული ქართველები არიან ყველაზე საშიში – სამხარაძე
შემდეგი სტატიაალბომი გადაშალოს და ნახოს, კიტოვანთან ჩახუტებული ხალხი, შორს წასვლა არ მოუწევს – ვახო სანაიას პასუხი კობახიძეს