ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ – რიჟვაძე ლომჯარიაზე

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას “ნაცების დამცველად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ აპრტი “ნაცებთანაა შეზრდილი”. ამჯერად რიჟვაძის გაღიზიანება სახალხო დამცველის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლითაც აპარატმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებასა და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

“სახალხო დამცველმა, და ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ და უფრო ნაცებთან შეზრდილი ორგანიზაციის, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ და რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე მიიტანეს იერიში, გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს”, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

მისი თქმით, არავის მისცემენ “ამ მართლც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის” დაზიანების, დისკრედიტაციის და გაჩერების შესაძლებლობას.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლო ლაშა ნაკაიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მერს შეხვდნენ