ე.წ მოსამართლეების საქმის და რუსთავის2-ის საქმის მოსამართლის კიდევ ერთი მოსამართლის ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის ბიუჯეტიდან გადახდაზე
პროკურატურის მხრიდან რეაგირებას ითხოვენ ნაციონალური მოძრაობის წევრები
ისინი პროკურაუტრისგან ითხოვენ, რომ გაასაჯაროვოს ის წერილი, რომლითაც მოსამართლეებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს და რომლის საფუძველზეც პროკურატურაში გამოძიებაა დაწყებებული , ასევე ითხოვენ ნატა ნაზღაიძის საქმის გამოძიებასაც
„ეს საქმე პირდაპირ უკავშირდება რუსთავი 2-ის საქმეს, გვახსოვს მოსამართლე ურთმელიძე როგორ არწმუნებდა საზოგადოებას, რომ მოსამართლე ოჯახის წევრი არ არის, ახლა ალბათ ნატა ნაზღაიძე იმას იტყვის, რომ ძმა ოჯახის წევრი არ არის. ფაქტი სახეზეა, ივანიშვილი ნაზღაიძის ლოიალურობას ბიუჯეტის სახსრებით ყიდულობს,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.