ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ და მსახიობმა მაქსიმ გალკინმა მოსკოვთან ახლოს, ერთ-ერთ ტაძარში, ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერას ესწრებოდნენ მათი შვილები, ნათესავები და ახლობლები.
პუგაჩოვამ და გალკინმა ოფიციალურად 2011 წელს იქორწინეს, მაგრამ აქამდე ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. პორტალ “Super” -ს მაქსიმ გალკინმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ახსნა ის ფაქტი, თუ რატომ გადაწვიტა ჯვრის დაწერა ქორწინებიდან 6 წლის თავზე. “პასუხი მარტივია. უბრალოდ, არ ვიყავი მართლმადიდებელი და მოვინათლე წლინახევრის წინ…კარგია, როდესაც ოჯახში ყველა წევრი ერთი აღმსარებლობისაა”, – განაცხადა მსახიობმა.
მისი თქმით, “სოცქსელებში წერენ იმის შესახებ, რომ ალა პუგაჩოვამ ერთხელ უკვე დაიწერა ჯვარი 20 წლის წინ ფილიპ კორკოროვთან და ხელახალი ჯვრისწერა დაუშვებელი იყო. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, რომ წაიკითხონ საეკლესიო კანონები. არსებობს განმეორებითი ჯვრისწერის კურთხევის პროცედურა. ასე რომ, მეორეჯერ შეიძლება”.
ალა პუგაჩოვამ “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის თაყვანისმცემლებს და აღნიშნა: “მადლობა ღმერთს, რომ შეიძლება ჯვრის მეორედ დაწერა. დღეს ეს გააზრებული და მართებული ნაბიჯია სიყვარულის და ერთგულების სახელით ჩემი სიცოცხლის ბოლომდე”.
ალა პუგაჩოვას თქმით, მისი პირველი ჯვრისწერა იყო გაუაზრებელი ნაბიჯი და ძალიან ნანობს”.

 

https://youtu.be/uuyHsUnoZgo

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერმინისტრს თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : გატაცებული ჟურნალისტი და “ატოს” მეომერები სავარაუდოდ იმყოფებიან ბორანზე “ვილნიუსი”