საქართველოს პრემიერმინისტრს თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, გიორგი გიუაშვილი, შაბათის კურიერთან საუბარში აღნიშნავს, რომ პრემიერის სამეგობროს ხელში სადგერის ტყის ნაწილი აღმოჩნდა.

ჰექტარნახევარი ტერიტორია გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორისა და ახლო მეგობრის, ლევან ნოზაძის, მამამ – შევარდნაძის მთავრობის პროკურორმა, ტყე საკუთრებაში გაიფორმა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ნოზაძემ 30 ათასი კვადრატული ტყე სახელმწიფოს უკან 2006 წელს დაუბრუნა. ერთი წლის წინ ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რის შემდეგაც კვლავ ნოზაძეებს დაუბრუნდა.

რის საფუძველზე მიაკუთვნა მიწები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორსა და ახლო მეგობარს, ამაზე დღეს თეა წულუკიანს საუბარი არ სურს. შაბათის კურიერის კითხვებს არ პასუხობენ არც ნოზაძეები.

ადგილობრივები ფაქტს აპროტესტებს და ტყის ისევ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.

პრემიერის მეგობარზე გადაფორმებული სახელმწიფოს კუთვნილი სადგერის ტყის ნაწილის შესახებ საუბარი არ სურს გამგებელს.

მას შემდეგ, რაც პრემიერის მეგობრის ოჯახმა სახელმწიფოსაგან 30 ათასი კვადრატული ტყე საკუთრებაში მიიღო, ქონება პრემიერის მეორე მეგობარს, გიორგი ახალაძეს, გადაუფორმა.

შაბათის კურიერს ხელში ჩაუვარდა ამონაწერი არასამეწარმეო რეესტრიდან, სადაც ჩანს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მეგობარი, ლევან ნოზაძე და გიორგი ახალაძე შპს საქართველოს აგროპოროდუქტის მეწილეები და ბიზნესპარტნიორები არიან.

სადგერის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიწების არაკანონიერად ფლობის გამო, პრემიერის მეგობრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, თუმცა, ამ დრომდე პროკურატურა დუმს.

banner
წინა სტატიაში“ამ ყველაფერს ციხის სუნი ასდის” – ინგა პავლოვა
შემდეგი სტატიაალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს