მიხეილ სააკაშვილი : გატაცებული ჟურნალისტი და “ატოს” მეომერები სავარაუდოდ იმყოფებიან ბორანზე “ვილნიუსი”

“ჩვენი წყაროები ოდესიდან გვატყობინებენ, რომ გატაცებული ჟურნალისტი და ანტიტერორისტული ოპერაციის მეომერები, შესაძლოა იმყოფებიან ბორანზე “ვილნიუსი”, რომელიც ჩერნომორსკიდან ფოთში მიემართება. ისინი პირადად მიიყვანა გენერალ კოსიკმა. მე განვაგრძობ ამ ინფორმაციის დაზუსტებას”,- წერს საქართველოს ექს-პრეზიდენტი, პარტია “Рух нових сил “-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, ჯერჯერობით უცნობია საქართველოს 9 მოქალაქის, მათ შორის “რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორის ადგილსამყოფელი.
უკრაინის ხელისულფებამ ისინი გუშინ დააკავა და განცხადა, რომ მათი დეპორტაცია მოხდება, თუმცა ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში არ დაუბრუნებიათ.
კიევში ამბობენ, რომ მათ ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. დაკავებულთა შორის არიან ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე უკრაინის ინტერესებს იცავდნენ.

banner
წინა სტატიაშიალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს
შემდეგი სტატიააშშ პოლონეთს 10,5 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის