ახვლედიანი – უმნიშვნელოვანესია, რომ აშშ-ს კონგრესის ახალმა შემადგენლობამ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოსადმი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ხვლედიანის განცხადებით, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დაინიცირება უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„უდიდეს მნიშვნელობას ატარებს ის, რომ კონგრესის ახალმა შემადგენლობამ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა განგრძობითი მხარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც დემოკრატიული რეფორმების, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რასაკვირველია, არის გადამწყვეტი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, როდესაც ეს მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან განგრძობითი სახით ფიქსირდება, ნამდვილად წარამოადგენს ერთ-ერთ სოლიდურ და მძლავრ ბეერკეტს იმისთვის, რომ ამ პროცესში მოხდეს ზეწოლაც და შესაბამისი შედეგების მიღწევა საქრთველოს სასიკეთოდ, კიდევ ერთხელ დაიგმოს ის ქმედებები, რაც მოყვება რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაკანონებულ და დღემდე მიმდინარე ოკუპაციას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე რესპუბლიკელებს – თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ბედი
შემდეგი სტატიასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა