დიმიტრი ხუნდაძე რესპუბლიკელებს – თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ბედი

კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ უკვე გაუჩნდათ სურვილი, პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტი ერთჯრადი გამოყენების არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგელები პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განსახილველად აპირებენ შესვლას, გამოდის, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აინტერესებთ.

ხუნდაძის თქმით, საარჩევნო სისტემის გარდა, ქვეყნის წინაშე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დგას, რომელებიც ერთობლივი მუშაობით უდა გადაწყდეს.

„თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ბედი, და არა საკითხი ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები. სასურველი და აუცილებელია, ოპოზიცია ასეთი საკითხების განხილვას ესწრებოდეს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საარჩევნო ცვლილებების განხორციელებისთვის „ქართული ოცნება“ მზად არის, ნულიდან 3 პროცენტამდე ბარიერის განხილვის კონტექსტში. ამ დიაპაზონში ვიმუშავებთ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, ვინც პარლამენტში შემოვა და გადაწყვეტილება მათთან ერთად იქნება განხილული. მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხი, სხვა ბევრი საკითხია, რომელიც ერთობლივად უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერი – ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია
შემდეგი სტატიაახვლედიანი – უმნიშვნელოვანესია, რომ აშშ-ს კონგრესის ახალმა შემადგენლობამ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოსადმი