ახობაძე და სუბელიანი წულუკიანზე – მის რეპრესიებს ბევრი ადამიანი შეეწირა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც წულუკიანი აპირებს, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების “განსხვავებული აზრის შესწავლას”. იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, აქტივისტები თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი ეხმაურებიან.

როგორც პოლიტიკური მოძრაობა “დროას” წევრი თამაზ ახობაძე წერს, მის გარდა წულუკიანის რეპრესიებს ბევრი ადამიანი შეეწირა. ახობაძის თქმით, როგორც ჩანს, წულუკიანს სურს “კულტურის სამინისტროს თავის ჭკუაზე მოყვანა”.

“ჩემს გარდა ქალბატონი წულუკიანის პოლიტიკურ რეპრესიებს ძალიან ბევრი პროფესიონალი შეეწირა. სამაგიეროდ, მას მოჰყავდა საკუთარი პარტაქტივი, უკონკურსოდ ასაქმებდა მანამდე არარსებულ პოზიციებზე და ძალიან მალე აწინაურებდა. ახლა კულტურის სამინისტრო უნდა მოიყვანოს თავის ჭკუაზე, როგორც ჩანს”, – წერს ახობაძე.

ანა სუბელიანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ წულუკიანმა მას არ აპატია, კოლეგის უსამართლო და უსაფუძვლო გათავისუფლების გაპროტესტება.

“ახლა სიმართლე: ამ ბოღმის ბუკეტა ქალმა მე არ მაპატია ის, რომ მისი საარჩევნო შტაბის აქტივისტების, კუნთმაგარი, გონებაჩლუნგი და მოკრიმინალო ელემენტების უკონკურსოდ და უადგილოდ დასაქმებაზე ცივი უარი განვაცხადე. არ მაპატია ისიც, რომ ჩვენი კოლეგის უსამართლო და უსაფუძვლო გათავისუფლება გავაპროტესტე. არც ის, გასაუბრების კომისიაში მასთან ერთად ყოფნის დროს მისი მხრიდან კონკურსის მონაწილეების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი რეპლიკების გამოსწორებას რომ ვცდილობდი და მის ნაცვლად რომ სირცხვილისგან ვიწვოდი.

საბოლოოდ, ახლადმოსული უფროსის ხელით გამათავისუფლა, ჯერ მამეცადინებინა ეს ასევე გონებაჩლუნგი ერთეული, მერე ხან გარიგებას ცდილობდა მისი ხელით, ხან მემუქრებოდა. ის მოკრიმინალო ელემენტები დაასაქმა დანაშაულის პრევენციის ცენტრში, ერთ-ერთი კი დირექტორადაც აქცია სულ მალე”, – წერს სუბელიანი.

banner
წინა სტატიაშიცაგერში მეწყერი ჩამოწვა – 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
შემდეგი სტატია24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა