24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, გაფართოვდა – ამბულატორიული მომსახურების მოცულობას  ექიმისა და, საჭიროებისამებ, ლაბორატორიის ექთნის ბინაზე ვიზიტი დაემატა, რაც ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის ტუბერკულოზის ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობის სრული სერვისის უფასოდ მიწოდებას.

სიახლე საშუალებას იძლევა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, (მაგ: კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია; ძირითადი ან თანმხლები დაავადების არსებობა, რომელიც ზღუდავს პაციენტის მობილობას და ა.შ.), პაციენტს ექიმის კონსულტაცია ბინაზე ჩაუტარდეს, ასევე, ლაბორატორიის ექთნის მიერ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალა ბინაზე იქნას აღებული.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და თანაგადახდას არ ითვალისწინებს.
ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება, ამდენად, ის გლობალური პრობლემად ითვლება. მასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტუბერკულოზის მართვის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 12 157 000 ლარით განისაზღვრა (ამბულატორიული მომსახურება – 2 357 000 ლარი;   სტაციონარული – 9 800 000 ლარი).

2020 წელს, ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში, მომსახურება 20 116 ბენეფიციარმა მიიღო, სტაციონარში 1 519 პირმა იმკურნალა, მათ შორის, ქირურგიული შემთხვევა 158 იყო. დღეს მეთვალყურეობის ქვეშაა 2 400 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიახობაძე და სუბელიანი წულუკიანზე – მის რეპრესიებს ბევრი ადამიანი შეეწირა
შემდეგი სტატიადეპუტატი ლადო კახაძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა