ახმეტის რაიონში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

ახმეტის რაიონში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა.

“ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ახალგაზრდა სოფელ ნადუქნარში სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სპეცდანიშნულების მანქანიდან ფეხი დაუცდა და ბორბლების ქვეშ მოყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციები მორღვეულია” – გიორგი ბარამიძე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო