“საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციები მორღვეულია” – გიორგი ბარამიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას ეხმაურება.

მისი თქმით, არ ხდება ადექვატური მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

“საერთაშორისო ასპარეზზე პრაქტიკულად საქართველოს პოზიციები მორღვეულია, არ ხდება ადექვატური მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინის ოკუპაციაზე არის გამოცხადებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს თაობაზე აღარავინ აღარ საუბრობს სწორედ ამ მავნებლური და დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფება ატარებს” – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების დაბრუნების მოთხოვნით, კანონპროექტს წარადგენს
შემდეგი სტატიაახმეტის რაიონში ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა