ახლა ისეთი დროა ყველა უნდა დავდგეთ პორადი ანგარიშსწორების მიღმა – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მზადაა მთავრობასთან კოორდინაციით, უზრუნველყოს ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება. ამისთვის მოგვარებულია ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის მოძიებულია ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოყვანისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ასევე, პრეზიდენტის ბიბლიოთეკას კონკრეტული საკითხების განსახილველად.

“მე მაქვს ახალი შეთავაზება მთავრობასთან, არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური ბედი, მაინტერესებს ჩვენი ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი ულუკმაპუროდ ჩარჩენილია ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ფანჯარა მათი ჩამოყვანის სულ უფრო და უფრო მცირდება. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ხალხს ვერ ამოვიყვანთ დაგავუშვებთ სახლებში, მაგრამ ჩემი შეთავაზება არის ასეთი- მე მაქვს საკმარისი კაცშირები და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ დავაორგანიზათოთ ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, კარანტინში, დაცულად მაგრამ რაც მთავარია საკუთარ სამშობლოში.

მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს ჩემს ბიბლიოთეკას, ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს შეუძლიათ გააკეთონ არაოფიციალურად და კამერების გარეშე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის ფინანსური რესურსი მოძიებული, რათა მასობრივად მოხდეს ამხალხის ჩამოყვანა ქვეყანაში, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში.

ახლა ისეთი დროა ყველა უნდა დავდგეთ პორადი ანგარიშსწორების მიღმა.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს
შემდეგი სტატიაჭიაბერაშვილი: ექიმები მკურნალობის პროტოკოლის შეცვლას ითხოვენ