ახლა არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის – დეგნანი

ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის საბჭომ გასცა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ თქვა 20 ივნისს და ასევე ყველა გამოკითხვაში გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირში საქართველოს გაწვერიანებისადმი და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ წაწევისადმი.

„ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის საბჭომ გასცა. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უფრო მკაფიოდ ვერ იტყვი. ეს არის ნაბიჯები, რომლების შესრულების შემთხვევაში იმედია წლის ბოლომდე. საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან პირდაპირი პასუხი საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირის სურს, მიესალმოს საქართველოს ევროკავშირში, მაგრამ საქართველო საჭიროებს მოახდინოს მისი ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. არც ერთი ეს რეფორმა ახალი არ არის. ეს ის რეფორმებია, რომელზეც საქართველო მუშაობდა და პროგრესს განიცდიდა, ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისთვის და საზოგადოებისთვის, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის. იმედი მაქვს, ამას ვნახავთ მომავალ თვეებში“, – განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის განცხადებით, სასამართლო სისტემაში არსებული „კლანის” წევრები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებაში ლომის წვლილი აქვთ
შემდეგი სტატიასაქართველოში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში მრგვალი მაგიდა გაიმართა