ახალქალაქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სომხეთის მოქალაქეები არიან

“ევროპული საქართველოს” წევრები “ქართული ოცნების” ახალქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატის არჩევნებიდან მოხსას მოითხოვენ.გიორგი კანდელაკის თქმით, კარაპეტ ალოიანი, ედუარდ ელიაზიანი და ედიკ ბერიკიანი სომხეთის მოქალაქეები არიან, რის გამოც მათ კანონმდებლობა არ აძლევს უფლებას, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

”საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” სამი მაჟორიტარი კანდიდატი კარაპეტ პალოიანი, ედუარდ ელიაზიანი და ედიკ ბერიკიანი მალავს იმ ფაქტს, რომ მათ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, რომ მათ მიანიჭოს გამონაკლისის წესით საქართველოს მოქალაქეობა ხელახლა, მაგრამ ასევე ყველას კარგად მოეხსენება, რომ როცა დამიანი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, იგი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. სამივე ამ კანდიდატს, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” დააყენა მაჟორიტარად, დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, რომ მოახდინოს უსწრაფესი რეაგირება და სამივე ეს კანდიდატი მოიხსნას არჩევნებიდან”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაში(foto) ივანიშვილს ასწლოვანი მუხა ზუგდიდიდან ურეკში მიაქვს? – ფოტორეპორტაჟი
შემდეგი სტატიარუსეთი განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას ე.წ. შეთანხმებებით – მიხეილ ჯანელიძე