რუსეთი განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას ე.წ. შეთანხმებებით – მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

მიხელ ჯანელიძე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, რუსეთის ფედერაცია ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებებით განაგრძობს ქართული რეგიონების შთანთქმას. შეხვედრა ევროპარლამენტში ამჟამად კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

„ევროპის ერთიანობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი იმედია. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ძლიერი ენთუზიაზმის მქონე სახელმწიფოა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, სწორედ ევროპული მისწრაფებების შედეგია. ევროკავშირის ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და მისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ყველასთვის ცნობილია, რომ გრძელდება ჩვენი რეგიონების ოკუპაცია რუსეთის მიერ და ის განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას ე.წ. შეთანხმებებით,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროინტეგრაციისა და ოკუპაციის საკითხები მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში პარლამენტარებთან გუშინ გამართულ სამუშაო შეხვედრებზეც განიხილა. საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო რეფორმას, მედია პლურალიზმსა და აფგან მუხთარლის საქმესაც.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სომხეთის მოქალაქეები არიან
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი – გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანდარინის მოსავალი სრულად განადგურდა, არის სიცრუე