ახალი წლის ღამეს თბილისში საქალაქო ტრანსპორტი დილის 4 საათამდე უფასო იქნება

ახალი წლის ღამეს დედაქალაქის მცხოვრებლებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა დილის 04:00 საათამდე უფასოდ შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, სახაალწლო კონცერტები დედაქალაქში სამ ადგილზე გაიმართება.

“მეტრო უზრუნველყოფს მგზავრების უფასოდ გადაყვანას. მინდა დავამატო, რომ ავტობუსების მომსახურება იქნება უფასო. ყველა რაიონიდან, ყველა უბნიდან შესაძლებელი იქნება, ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილში, ევროპის მოედანზე მობრძანდეს და დაესწროს კონცერტებს. მათი გადაყვანა უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი ასევე ავტობუსებით. უფასო მგზავრობა დილის ოთხ საათამდე იქნება შესაძლებელი”, – თქვა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„უახლოეს პერიოდში დამნაშავე პირებს დავაკავებთ“ – გახარია 15 წლის მოზარდის დაჭრაზე
შემდეგი სტატიაყვითელი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ