„უახლოეს პერიოდში დამნაშავე პირებს დავაკავებთ“ – გახარია 15 წლის მოზარდის დაჭრაზე

შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ თბილისში, გუშინ, მოზარდის დაჭრაში დამნაშავე პირებს უახლოეს პერიოდში დააკავებენ.
“ვიცით, რომ დღეს მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. იმედია, დღის ბოლომდე მისი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო პროცედურები და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ამ დანაშაულში დამნაშავე პირებსაც დავაკავებთ”, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისაყდრისის საქმე – სასამართლომ სამოქალაქო სექტორისა და “საიას” სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაახალი წლის ღამეს თბილისში საქალაქო ტრანსპორტი დილის 4 საათამდე უფასო იქნება