ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ამის შესახებ “თაიმერს” შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994
წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვასა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების
მცდელობაში ედება.

დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ა.-მ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ
შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება “ალფა პვპ”.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ,
სასაფლაოებთან ახლოს, ტყის მასივში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი
ნარკოტიკის მცირე შეკვრების სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებას ცდილობდა.
პოლიციამ, ს.ა.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული
ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე
მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

banner
წინა სტატიაშითბილისში სავარაუდოდ, მოსამართლის ჯიპი გაქურდეს
შემდეგი სტატია26 მაისს თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება-შსს-ს განცხადება