თბილისში სავარაუდოდ, მოსამართლის ჯიპი გაქურდეს

საირმის ქუჩაზე, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის კუთვნილი ავტომობილი გაქურდეს.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

ძვირადღირებულ ჯიპს ჩამტვრეული აქვს ფანჯარა.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები დილიდან მუშაობდნენ.

ავტომობილი რომ, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ეკუთვნის, ამაზე საქარე მინაზე მოთავსებული საშვი მიუთითებს.

არსებული ინფორმაციით, საირმის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს.

banner
წინა სტატიაში“იარაღი ჩაუდეს” – ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერის დაკავებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს