ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1369-ს მიაღწია

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1369-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში აღნიშნული ვირუსით 242 ადამიანი დაიღუპა. ასევე, გამოვლენილია ინფიცირების 15 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 60 350-მდეა გაზრდილი.

ასევე, ამ დროისთვის, გამოჯანმრთელდა 6 ათასზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ხუბეის პროვინციაში დამატებით 2 600 მედიკოსი გაგზავნეს.

ამასთან, ვირუსის გამო, ჰონგ კონგში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადაიდო.

banner
წინა სტატიაშივუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, მაგის შემდეგ შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში
შემდეგი სტატიამელია პატიმრობის მოლოდინშია