მელია პატიმრობის მოლოდინშია

პროკურატურამ ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ საკითხს პოლიტიკური სარჩული აქვს.

“7 წლის განმავლობაში იხილავდა საქალაქო სასამართლო არსებულ საქმეს და ამ საქმეში გამამართლეს. ახლა, მოულოდნელად, გუშინ შევიტყვეთ, რომ ჩანიშნეს პროცესი. რას უნდა ელოდებოდე, რა თქმა უნდა, პატიმრობას, 10 მარტს ან მერე უზენაეს სასამართლომდე მივა ეს საქმე და იქ უკვე მრავალჭირნახული ბატონი თადუმაძე ჩაერთვება იქ და რას გადაწყვეტს თავად, კაციშვილმა არ იცის. ერთი სიტყვით, ივანიშვილი ცდილობს, რომ სულ მოლოდინის რეჟიმში ამყოფოს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი – დაგვიჭერენ თუ არ დაგვიჭერენ. სინამდვილეში, ცხადზე უცხადესია, რომ ეს ადამიანი თამაშობს დაჭერობანას, მაგრამ დაჭერობანას პრინციპი რა არის – ან შენ იჭერ, ან ის გიჭერს, ჰოდა, რატომ ჰგონია, რომ მაინცდამაინც ყოველთვის ის დაიჭერს, ასეთი უსამართლო ბერკეტების გამოყენებით, ჩალით ხომ არ არის დაფარული?! ამიტომ, ყურადღებას არ ვაქცევ და ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დავისახეთ ლეიბორისტული პარტიის ოფისში,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1369-ს მიაღწია
შემდეგი სტატიავოლსკი-სამართლებრივ სახელმწიფოში ნებისმიერი ადამიანის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ კონიექტურაზე