“პატრიოტთა ალიანსი” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავს

სააპელაციო სასამართლოში აპირებს პატრიოტთა ალიანსი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც პარტია საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილის გაბათილებას ითხოვდა, რომლითაც პარტიებს მანდატები მიენიჭათ.

პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ხელისუფლებას არ სურს მანდატების დათმობა.

“გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მეორე სარჩელი ჩვენ შეტანილი გვაქს საკონსტიტუციო სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის პრინციპით იხელმძღვანელებს საკონსტიტუციო სასამართლო და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. ამ სამართლიან გადაწყვეტილებაში იგულისხმება ის, რომ მოვა ერთმანეთთან შესაბამისობაში საარჩევნო კოდექსი და საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მეორე ნაწილი და შესაბამისად, პარლამენტში ჩვენ მოგვეკუთვნება 10 მანდატი, 6-ის ნაცვლად,” – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ცესკოს შეფასებით კი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია.

banner
წინა სტატიაშიახალციხის ინციდენტი – არასამთავრობო სექტორი რეაგირებას ითხოვს
შემდეგი სტატიაევროსაბჭო და ევროკავშირი მედიას პროექტების შუალედურ შედეგებს აცნობენ