ახალ ზელანდიაში მიწისძვრის შემდეგ გამოცხადებული ცუნამის საფრთხე გაუქმდა

ახალ ზელანდიაში მიწისძვრის შემდეგ გამოცხადებული ცუნამის საფრთხე გაუქმდა.

7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა ახალი ზელანდიის უმსხვილეს ჩრდილოეთის კუნძულზე მოხდა. ცუნამის საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო რაიონები დაატოვებინა.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 2 სექტემბრის გამთენიისას დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ გისბორნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 170 კილომეტრში მდებარეობდა.

მიწისძვრის შედეგად მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლება მოსახეობას აფრთხილებს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ისანში – სამგზავრო ავტობუსი კედელს დაეჯახა
შემდეგი სტატიასაქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ დევნილი ბავშვები ქობულეთში დაასვენა