საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ დევნილი ბავშვები ქობულეთში დაასვენა

სტეპან ჩერნოვეცკის ფონდის „სოციალური პარტნიორობა“ – საქართველოში ორგანიზებით აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილმა 55 ბავშვმა მშობლებთან ერთად ქობულეთში კომფორტულ პირობებში დაისვენა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბავშვებისათვის ექსკურსიები და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა.

„პატარებისთვის ეს ნამდვილი დღესასწაული იყო. ბავშვები ასეთ არაჩვეულებრივ დასვენებაზე არც ოცნებობდნენ. ზოგი კი ზღვაზე პირველად იყო.  ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ პატარებს კიდევ უამრავ სიურპრიზს ჰპირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა თავი იგრძნონ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად.“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლის 12 აპრილიდან მუშაობს.

 

banner
წინა სტატიაშიახალ ზელანდიაში მიწისძვრის შემდეგ გამოცხადებული ცუნამის საფრთხე გაუქმდა
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და რიმა ბერაძის დაჯარიმებას ითხოვს