აკაკი ზოიძე: გაუგონარი ამბები მოყვა მეუფე იაკობმა

ეკლესია და სახელმწიფო არის გამიჯნული, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, ისევე როგორც ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ მეუფე იაკობის საქართველოს პარლამენტში დაბარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„გაუგონარი ამბები მოყვა მეუფე იაკობმა. მე უფრო დავინტერესდებოდი, რამ აიძულა ასეთი ამბების მოყოლა. სწორედ ამ მიმართულებით მაქვს კითხვები. პირველ რიგში, წმინდა სინოდმა უნდა განიხილოს საქმე. რაც შეეხება ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტში მეუფე იაკობის მოსვლაზე, ოპოზიციამ ოღონდ რამე გაასკანდალოს, მეტი არაფერი უნდათ. რა უნდა ისაუბროს პარლამენტში? პირველ რიგში სინოდზე ისაუბროს. ეკლესია და სახელმწიფო არის გამიჯნული, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, ისევე როგორც ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში“,- განაცხადა ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე კიბერ შეტევა მოხდა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: საჭიროა, მეუფე იაკობმა ახსნა-განმარტება გააკეთოს