კახი კალაძე: საჭიროა, მეუფე იაკობმა ახსნა-განმარტება გააკეთოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეუფე იაკობის განცხადებები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საჭიროა, მეუფე იაკობმა ახსნა-განმარტება გააკეთოს.

„საპატრიარქოს განცხადება არ მომისმენია. მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენს უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა, გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. საჭიროა, ახსნა-განმარტებები მოვისმინოთ მეუფე იაკობისგან. მე მგონია, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ მისი განცხადებები გახარიასთან მიმართებაში და მგონია, რომ ეს არის ამ განცხადებების გაგრძელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე: გაუგონარი ამბები მოყვა მეუფე იაკობმა
შემდეგი სტატიათუ საეკლესიო, ანუ სინოდის კრებაზე არ იქნა საბოლოოდ შეფასებული, უფრო სავალალო შედეგამდე მივალთ