აკაკი მინაშვილი – ვეწინააღმდეგები პარლამენტში შესვლას

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის შემდეგ ნაბიჯებთან, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ან დოკუმენტის ხელმოწერასთან, იქნება მიღებული ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის შემდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის შიგნით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„ეს გადაწყეტილება უნდა იყოს მიღებული მას შემდეგ, რაც მელია შეხვდება და კონსულტაციებს გამართავს პარტიის წევრებთან, პარტიის ლიდერებთან, პოლიტსაბჭოსთან, მხარდამჭერებთნ, იმ პარტიებთან, რომლებიც არ შესულან პარლამენტში. ასევე, იმ პარტიებთან, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ თემასთან დაკავშირებით არის განსვევებული პოზოციები. ჩემი დამოკიდებულება შესვლასთან და ხელმოწერასთან დაკავშირებით არის კრიტიკული, თუმცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფართო ჩართულობით, ღია და დემოკრატიული პროცესით. მე ვეწინააღმდეგები პარლამენტში შესვლას. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება ამომრჩევლის მიმართ იყო ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ, არ მოვახდინოთ ლეგიტიმაცია გაყალბებული არჩევნების. ერთ-ერთი და მთავარი იარაღი იყო ბოიკოტი. ის საკითხები არ არის შესრულებული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ამიტომ, არ უნდა მოვატყუოთ და ჩვენი ამომრჩევლის ნდობა დავკარგოთ“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი – პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ ახალი გააჩინონ
შემდეგი სტატიაროდის განახლდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ?