დავითულიანი – პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ ახალი გააჩინონ

პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ ახალი გააჩინონ – უგულავას ეს საქმე საცირკო წარმოდგენის ნაწილი ალბათ, იმ დოზით ვერ გახდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას, რომ მისი სასამართლო პროცესი 13 მაისს დაინიშნა.

“ეს საქმე საცირკო წარმოდგენის ნაწილი, ალბათ, იმ დოზით ვერ გახდება. ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და გირაოს გადახდა, რომელსაც ისინი ტყვეების გამოსყიდვას და პოლიტპატიმრების აღიარებას ეძახიან, სინამდვილეში იმის აღიარებაა, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა მოქმედებდა სწორად. სხვა შემთხვევაში, ევროკავშირი იტყოდა, რომ ის არის პოლიტპატიმარი, საქმე წავიდოდა სტრასბურგში და გაათავისუფლებდნენ. ამის იმედი რომ არ ჰქონდათ, ამიტომ გადაიხადეს გირაო. რაც შეეხება გიგი უგულავას, მას ჰქონდა კონკრეტული დანაშაული, რაზეც აგო პასუხი, მეორე საქმეს რაც შეეხება, ჩატარდება სასამართლო პროცესი და ვნახავთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანონ.

თქვენ ან რომელიმე მოქალაქეს თუ ჰგონია, “ქართული ოცნება” ვერ აცნობიერებდა, რომ ნიკა მელიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იმუნიტეტის მოხსნით დაიწყებოდა უსასრულო საცირკო წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ჩვენ თავს არ მივეცით უფლება, სამართლებრივი პრინციპები უარგვეყო, რომ პოლიტიკური მოგება გვენახა და ეს საცირკო წარმოდგენა ჩაგვეხსნა. გიგი უგულავას და ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც, ჩვენი ამოცანა სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ პროცესში გადაზრდის არ არსებობს, ეს მათი რეაქციაა სამართლებრივ ქმედებებზე, პოლიტიზაცია სამართლებრივი თემების მათი დაცვის მექანიზმია,”- განაცხადა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – ჩემი პირადი პოზიციაა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი – ვეწინააღმდეგები პარლამენტში შესვლას