აკაკი მინაშვილი – სამადაშვილი ამიერიდან „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას არ აფიქსირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი სალომე სამადაშვილის მიერ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერას ნეგატიურად აფასებს.

როგორც მინაშვილი აცხადებს, სამადაშვილმა გადაწყვეტილება პარტიისგან დამოუკიდებლად მიიღო.

„მის გუშინდელ გადაწყვეტილებას შევაფასებდი ძალიან ნეგატიურად, ეს ჩემი და ჩვენი პოზიციაა, ამ შემთხვევაში, პარტიის. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად. მისი ხელმოწერაც არის იქ ინდივიდუალური, როგორც სალომე სამადაშვილის. რაღაც გაურკვევლობა გამოიწვია იმან, რომ იქ მითითებული იყო, გვერდზე ეწერა „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის ხელს აწერდა არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგადაც კი მოხვდა პარლამენტში. ის გუშინდელი დღის შემდეგ არ გამოხატავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამიერიდან არ აფიქსირებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კარტოგრაფების საქმე სტრასბურგში გაიგზავნა – GDI
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი – დღეს იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის