აკაკი მინაშვილი – ადამიანთან, რომელთანაც თანამშრომლობა გინდათ, აშინებთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ აკაკი მინაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მთლიანად არღვევს მოწმის ნებაყოფლობით დაკითხვის პრინციპს.

“ბევრმა ადამიანმა განაცხადა, რომ ვითარების გაუმჯობესება ხდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ხელიოსუფლებაში ყოფნის პირობებსი, ჩვენ 2009 წელს მივიღეთ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელშიც ფართო საზოგადოეაბ იყო ჩარტული და ძალიან გრძევლადიანი მუშაობის შედეგი იყო, მასინ ყველა ექსპერტი, არასამათავრობო ორგანიზაცები თანხმდებოდნენ რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და პროგრესი ევროპის მასშტაბით.

პირველ საკითხად აქ დაისვა მოწმის ნებაყოფლობით დაკითხვა, 2009 წელს შემოვიტანეთ ჩვენ ეს პრინციპი, მაგრამ იმ ცვლილებით, რომელიც თქვენ ახლა შემოგაქვთ, ეს ნებაყოფლობითობა ფორმალური ხდება. ანუ, მიდიხართ ადამიანთან და ეუბნებით, თუ ფლობ ინფორმაციას და მომაწოდებ, მაგრამ ის სიცრუე აღმოჩნდება 3-დან 5 წლამდე, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გელის. ანუ, ადამიანთან, რომელთანაც თანამშრომლობა გინდათ, აშინებთ. ეს მთლიანად არღვევს მოწმის ნებაყოფლობით დაკითხვის პრინციპს” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე – წელს, როგორც არასდროს თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს
შემდეგი სტატიაქადაგიძე პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით მომდევნო სასესიო კვირაში წარსდგება