ქადაგიძე პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით მომდევნო სასესიო კვირაში წარსდგება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წლიურ ანგარიშს პარლამენტს, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში წარუდგენს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დღეს იმყოფება საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით და ის შეათანხმებს თარიღს, თუ როდის მოხდება ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვა.

“ჩვენი სურვილია, რომ ეს მოხდეს მომდევნო სასესიო კვირაში. დარწმუნებული ვარ, რომ 23, 24, 25 რიცხვებში შესაძლებელი იქნება წლიური ანგარიშის განხილვა”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისი თქმით, სხვადასხვა მიზეზის გამო წლიური ანგარიშის განხილვა გადავადდა, თუმცა ეს არის ამ რანგში მისი ბოლო წლიური ანგარიში. შესაბამისად, გიორგი ქადაგიძე გეგმავს, რომ ყველა იმ გამოწვევასა და მიღწევაზე ისაუბროს, რომელიც ეროვნულ ბანკს ჰქონდა.

“ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი, რომ მომდევნო პერიოდში განხორციელდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საინტერესო ანგარიში იქნება”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი – ადამიანთან, რომელთანაც თანამშრომლობა გინდათ, აშინებთ
შემდეგი სტატიამინაშვილის ინფორმაციით #17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს “აკაჩავებენ”