„აიფონ პლუსში“ საგამოძიებო სამსახურის ქმედებას მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევენ

„აიფონ პლუსში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის შესვლას მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

„აიფონ პლუსის“ მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს.

„’2016 წლის 6 ივნისს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, კომპანია iPhone+ ის (აიპლუსის) ყველა ფილიალში, ერთდროულად შემოვიდა საგამოძიები სამსახური. საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, იმ მიზნით რომ დადგინდეს ახალია თუ არა ტელეფონები, უნდა დაილუქოს და წაიღონ შესამოწმებლად. წარმოადგინეს სამხარაულის მიერ გაცემული აქტი, სადაც ვერანაირად ვერ დასტურდება და ფიზიკურად ვერ დადასტურდება, რომ ტელეფონი არის მეორადი, რადგანაც iPhone+ ის 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ბუნებაში არ იარსებებს. თუმცა საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნთქვამია, რომ დაადგინეს ტელეფონის ნაკლოვანება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია. ვფიქრობთ, აღნიშნული ქმედება არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი კომპანიის. ეს არის ძალზედ საშიში ქმედება და სიგნალი ისეთი მგრძნობიარე ორგანიზმისათვის როგორიც ბიზნესია. ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული არის კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედება, კონკურენტი კომპანიის ახლობლების საშუალებით, თუმცა მეორე მხრივ მივესალმებით იმ ფატს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე და დადგინდება სიმართლე. საგამოძიებო სამსახურმა ყველა ფილიალიდან ამოიღო სხვადასხვა მოდელის ტელეფონების ნაწილი შემოწმების მიზნით, მიმდინარეობს ოქმების შედგენა, ექსპერტიზის პასუხს გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება iPhone+-ზე ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, სხვადასხვა კონკურენტი ორგანიზაციების მხრიდან! უფრო დეტალურ განაცხადეს კომპანია მოგვიანებით გააკეთებს კომპანიის ყველა ფილიალი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას 15:00 საათიდან ! პატივისცემით iPhone+ ის ადმინისტრაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩემი მთავრობა ყველა ღონეს მიმართავს, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად აქციოს
შემდეგი სტატიაუკრაინამ საფრანგეთში, ევრო-2016-ზე 15 ტერაქტი აღკვეთა