უკრაინამ საფრანგეთში, ევრო-2016-ზე 15 ტერაქტი აღკვეთა

8უკრაინის უშიშროების სამსახურმა საფრანგეთში “ევრო-2016”-ისათვის დაგეგმილი 15 ტერაქტი აღკვეთა – უწყების ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ტერაქტები სპორტული ღონისძიების დაწყებამდე და მისი მსვლელობისას იყო დაგეგმილი. ოპერაციის მომზადება 6 თვე გრძელდებოდა. გრიცაკის თქმით, 2015 წლის დეკემბერში მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნულ ტერაქტებთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში შემოსული საფრანგეთის მოქალაქე, აღმოსავლეთ უკრაინაში კონტაქტებს აგვარებდა.
საფრანგეთის მოქალაქე ვოლონტიორად მუშაობდა და აინტერესებდა, უკრაინაში სად შეიძლებოდა ასაფეთქებელის და იარაღის ყიდვა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი უკმაყოფილო იყო მის ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი მიგრაციით და მუსლიმების რიცხვის ზრდით.
საიდუმლო სამსახურებმა ფრანგს 5 ავტომატი კალაშნიკოვი გადასცეს, ასევე 5 ათასზე მეტი ტყვია, ორი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 125 კილო ტროტილი, 100 დეტონატორი და სხვა.

უშიშროების სამსახურის ცნობით, ფრანგი მეჩეთის, სინაგოგას, ევრო-2016-ის ადმინისტრაციული შენობების აფეთქებას აპირებდა.
გრიცაკი აღნიშნავს, რომ უცხოელი ფულს იხდიდა იმაში, რომ იარაღით დატვირთული მანქანა ევროპაში უკრაინელს გადაეყვანა. ამაზე დაყრდნობით სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ ტერაქტში, შესაძლებელია რუსული კვალიც იყოს.

banner
წინა სტატიაში„აიფონ პლუსში“ საგამოძიებო სამსახურის ქმედებას მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევენ
შემდეგი სტატია“CNFA-ს დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა”