აინტერესბდათ როგორ ყიდულობს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტანსაცმელს, ვინ აფინანსებს, საიდან აქვს ფული – სუს-ში მაჩალიკაშვილის მეგობრის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელი გამოიკითხა.

გიორგი ოლქიევი შვილმოკლულ მამასთან ერთად პარლამენტთან გაშლილ კარავში, თითქმის, ერთი წელია, ათენებს ღამეს.

როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ოლქიევმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურში ძირითადად ის აინტერესებდათ საიდან აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს თანხა. ჰყავს თუ არა აქციების დამფინანსებელი. რა სახსრებით ახერხებს საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას. მისი თქმით, კითხვები ასევე ეხებოდა იმ ჩანაწერს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის განცხადება იყო სახაროვი ორი! ახალი ეტაპი საქართველოს დაშლისა-შალვა ნათელაშვილი საქართველოში აშშ ბაზების განთავსებას ითხოვს
შემდეგი სტატიასაჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხი – IDFI-ის ანგარიში