პუტინის განცხადება იყო სახაროვი ორი! ახალი ეტაპი საქართველოს დაშლისა-შალვა ნათელაშვილი საქართველოში აშშ ბაზების განთავსებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ პუტინის სახიფათო გზავნილებზე საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღიარებული ოკუპაციის და გენოციდის მსხვერპლ სახელმწიფოდ. მისივე თქმით, პუტინის განცხადება პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ ის გეგმავს ნაწილ ნაწილ მიითვისოს ქვეყნის ტერიტორიები. ამის შესაჩერებლად კი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებას ითხოვს.

„გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთელს მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულად არ არსებობდა. რაც ვართ ისიც ოკუპაციითა და გენოციდით სხვა ერების მიმართ და რომ მომავალშიც არ გვაქვს უფლება აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გვქონდეს სახელმწიფოებრიობის პრეტენზიები. ეს არის ყველაზე საშიში განცხადება, რაც კი ოდესმე რომელიმე ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაურს გაუკეთებია, ეს ნიშნავს იმას, რომ საკმარისია რეგიონალური კრიზისი, ან გლობალური გამწვავება დედამიწაზე, ან საკმარისია ჩვენმა მოკავშირეებმა ვეღარ მოიცალონ ჩვენთვის, რუსეთი აგრესიულ მეზობლებთან ერთად დაგვინაწილებს და წაგვიღებს ნაწილ ნაწილ. იმისთვის, რომ ეს საფრთხე ავირიდოთ აუცილებელია ორი რამ. პირველი, მთელს მსოფლიოს ვაღიარებინოთ, რომ ვართ ისტორიული დევნისა და გენოციდის მსხვერპლი სახელმწიფო და მეორე, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნა აშშ-ს სამხედრო ბაზა თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით. სხვა შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს არსებობა დგას ოფიციალური საფრთხის წინაშე. პრეზიდენტ პუტინს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის სულელი და უჭკუო პოლიტიკოსი არ არის. მან იცის სად ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს და როდის ლაპარაკობს. გაიხსენეთ როგორ დაიწყო საქართველოს დაშლა როდესაც სახაროვმა განაცხადა, რომ ჩვენ ვართ მცირე იმპერია და ვჩაგრავთ პატარა ერებს. აი მაშინ დაიშალა საქართველო. გუშინდელი განცხადება პუტინის ეს იყო სახაროვი ორი. ახალი ეტაპი საქართველოს დაშლისა,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – საქართველოს ისტორიას ვერავინ შეცვლის და გადაწერს, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით
შემდეგი სტატიააინტერესბდათ როგორ ყიდულობს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტანსაცმელს, ვინ აფინანსებს, საიდან აქვს ფული – სუს-ში მაჩალიკაშვილის მეგობრის გამოკითხვა დასრულდა